ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნელი ახვლედიანმა მიუნსტერის გერმანისტიკის ინსტიტუტში ლექციების კურსი წაიკითხა

სურათი

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის  ასოცირებულმა პროფესორმა ნელი ახვლედიანმა მიუნსტერის გერმანისტიკის ინსტიტუტში ლექციების კურსი წაიკითხა გერმანულის, როგორც უცხო ენის, მეთოდიკა-დიდაქტიკის მიმართულებით. ნელი ახვლედიანი  მიუნსტერში  მიწვეული იყო 2021 წლის 29 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე მიუნსტერისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროექტის ფარგლებში. 

მიუნსტერისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ამოქმედდა 2019 წლიდან, რომლის ფარგლებშიც ბსუ-მ სამი თვით უმასპინძლა მიუნსტერის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტის ორ პრაქტიკანტს. მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება კიდევ ერთი პრაქტიკანტის მოწვევა ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში.

ასოცირებული პროფესორი ნელი ახვლედიანი ამჟამად ხელმძღვანელობს მიუნტერის უნივერსიტეტის ორ სტუდენტს, რომლებიც მუშაობენ თემაზე: „ავტონომიური (დამოუკიდებელი) სწავლის მნიშვნელობისა და  ეფექტურობის განსაზღვრა საუნივერსიტეტო სივრცეში“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა