ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ციფრული ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა სკოლებში რეგიონული ინოვაციების ჰაბებისა და სასკოლო მენტორინგის მოდელის მეშვეობით

სურათი

„ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“ პერსონალმა ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის რეგიონის 5 ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლის დირექტორებთან. შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის ფარგლებში 2021 წელს განხორციელებული აქტივობების შედეგები, განიხილეს ციფრული ინოვაციების მიმართულებით სკოლებში არსებული მდგომარეობა და სკოლებთან  თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებები - სკოლების საჭიროებების იდენტიფიცირება და პედაგოგთა კომპეტენციები ციფრული ინოვაცოების გამოყენების კუთხით, სკოლებში მენტორინგის მოდელის პილოტირების პროცესი.

ბსუ, როგორც iHubs4Schools პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან ერთად 2021-2023 წლებში განახორციელებს პროექტს და საჯარო სკოლებს შესთავაზებს  ციფრული ინოვაციების დანერგვის მექანიზმებს რეგიონული ინოვაციური ჰაბების შექმნით.
 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა