ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-მ „ერასმუს+“-ის პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (CISI ) ფარგლებში, შეხვედრას უმასპინძლა

სურათი

ბსუ-მ „ერაზმუს+“-ის პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (CISI) ფარგლებში, საქართველოდან პროექტში ჩართული უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯერებისა და ფინანსური მენეჯერების ეროვნულ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაზე მონაწილეებმა გააანალიზეს პროექტის შუალედური შედეგები, შეაჯამეს პროექტის ფარგლებში მომზადებული და 2021-2022 სასწავლო წლის I სემესტრში ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაში პილოტირებული სასწავლო კურსების შეჯამების მიზნით თსუ-სა და აწსუ-ში გამართული შეხვედრები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროექტის ბიუჯეტი და განსახორციელებელი აქტივობები და დაიგეგმა უცხოელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარების მიზნით ბრასოვის ტრანსილვანიის (UniTBv), ოლომუკის პალასკის (PUO), პოლონეთის ვარშავის (UW) და მარბურგის ფილიპსის (UMR) უნივერსიტეტებში განსახორციელებელი ვიზიტები. ბსუ-ს პერსონალთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ შემდეგი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ);
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ);
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ);
  • განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC);
  • ,,მარიანი“;
  • მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (MAEE).

პროექტი 2019 წლიდან მოქმედებს და მის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი. პროექტის განხორციელებაში, ჩართულია ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა