23 მაისი 2022 წელი
ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ბავშვის უფლებები და უსაფრთხო სკოლა”. ტრენერმა, კლინიკურმა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ბსუ-ს სტდუენტებსა და აჭარის 8 სხვადასხვა სკოლის 20 მოსწავლეს უფლებებისა და უსაფრთხო სკოლის აქტუალური საკითხები გააცნო. ტრენინგის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: თანასწორობა და ბავშვთა უფლებები, უსაფრთხო სკოლა, რატომ ჩაგრავენ ბავშვები ერთმანეთს და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მსხვერპლი, სკოლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მოგვარების გზები, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და ბულინგის პრევენციის საუკეთესო გზა. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.