ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბაღებში განხორციელებული აქტივობების შედეგების შუალედური პრეზენტაცია ბსუ-ში

სურათი

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შერჩეულ საპილოტე ბაღებში განხორციელებული აქტივობების შედეგების შუალედური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე  მომხსენებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საბავშვო ბაღებში არსებული პრაქტიკის შესახებ,  ასევე, მუნიციპალიტეტების გეგმები სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ჩატარდა  ვორქშოფები, გაიმართა ონლაინ ვებინარი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა, ქ.ბათუმის ვიცე-მერმა ლევან დავითაძემ  და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა