ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ჰელსინკის უნივერსიტეტში კონსორციუმის წევრების შეხვედრა ჩატარდა

სურათი

6-7 ივნისს ფინეთში, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“  („iHubs4Schools - Accelerating Digital Innovation in Schools through Regional Innovation Hubs and a Whole-School Mentoring Model“, ფარგლებში ჰელსინკის უნივერსიტეტში ჩატარდა კონსორციუმის წევრების შეხვედრა. კონსორციუმში  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ სირაძე, ასოცირებული პროფესორი თათია ნაკაშიძე და მკვლევარი ნინო ნაკაშიძე.

შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევები და აქტივობები, მათი შეფასების კრიტერიუმები. სკოლის მენტორობის სხვადასხვა მოდელი, მათი შეფასებისა და განვითარების სტრატეგიები. გაიმართა დისკუსია ახალი ინდივიდუალური მეთოდების აღწერის შაბლონის შესახებ.  თითოეულმა პარტნიორმა ქვეყანამ გააკეთა პრეზენტაცია მათ მიერ განხორციელებული  კვლევებისა და პილოტირების პროცესის შესახებ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა