29 აგვისტო 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XII საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ერთი კვირის განმავლობაში 215 ქართველი და უცხოელი მათემატიკოსი სამეცნიერო მოხსენებებს წარმოადგენს ბოლო პერიოდში წარმოებული სამეცნიერო კვლევების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ორი მინისიმპოზიუმი: ტოპოლოგია საქართველოში და ალგებრული გეომეტრია, ჯგუფების გეომეტრიული და ჰომოლოგიური ალგებრა.
კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს ათი პარალელური სექცია:
-
ალგებრა, ტოპოლოგია, გეომეტრია და რიცხვთა თეორია
-
გამოყენებითი მათემატიკა, ინფორმატიკა და გამოთვლები გარემოს შემსწავლელ მეცნიერებებში
-
დიფერენციალური განტოლებები და გამოყენებები
-
მათემატიკური განათლება და ისტორია
-
მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული მათემატიკა
-
ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი
-
მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი
-
მათემატიკური ფიზიკა
-
ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა
-
ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2010 წლიდან ბათუმში ყოველწლიურად ტარდება საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის საერთაშორისო კონფერენცია.