29 აგვისტო 2022 წელი
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერმა მირანდა ხაჯიშვილმა მონაწილეობა მიიღო 25-28 აგვისტოს, სტამბულში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ,,საერთაშორისო კონფერენცია ფუნდამენტალურ მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების შესახებ - ICBASET2022“. მომხსენებელი კონფერენციაზე წარსდგა თემით: ,,CCD კამერის SNR შეფასება OD საშუალოსთვის“ (თანამომხსენებელი ნ. ღომიძე, ჯ. შაინიძე).