7 ოქტომბერი 2022 წელი
1-7 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიცნიერო ფონდის პროგრამის „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა „საერთაშორისო სკოლა და კონფერენცია ფუნქციურ მასალებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებში“ (MG-ISE-22-330). კონდენსირებული გარემოს ფიზიკისა და მასალათმცოდნეობის დარგის წამყვანმა მეცნიერებმა წარმოადგინეს უახლესი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები, ინოვაციები, ფუნდამენტური ასპექტები და გამოყენების პერსპექტივები. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის თანამედროვე მეთოდები; ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებს გაუზიარეს კარიერის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები.
კონფერენცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტების ორგანიზებით.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: https://iscfmmt2022.tsu.ge/