ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალს ტრენინგ კურსი ჩაუტარეს

სურათი

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში, ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ბათუმის ბაღების 76 აღმზრდელ-პედაგოგს, სპეციალურ მასწავლებელსა და მენეჯერს აგვისტო-სექტემბერში 60-საათიანი ტრენინგ კურსი ჩაუტარეს. სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალს სკოლამდელი ინკლუზიური განათლების საკითხები ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის  ასოცირებულმა  პროფესორებმა: ნატო შეროზიამ, მარინე გურგენიძემ და ნანა მამულაძემ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ თამარ საღინაძის მენტორობით გააცნეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა