ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ხელნაკეთი ნივთების დამზადების მასტერკლასი - „საახალწლო სილამაზე“

სურათი

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით მასტერკლასი „საახალწლო სილამაზე“ გაიმართა.    მასტერკლასს ბსუ-ს პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი ხათუნა ლომაძე  და ხატვის სტუდიის „არტ-ფაბრიკა“ ხელმძღვანელი, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გუგული ღოღობერიძე უძღვებოდნენ.  ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის წევრები: პროფესორი ლელა თავდგირიძე, ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია და ასოცირებული პროფესორი ნანა მაკარაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ზოგადი განათლების  დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების  ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანი“ დღის ცენტრის 12 ბენეფიციარმა და ხატვის სტუდიის „არტ-ფაბრიკა“ მოსწავლეებმა. მონაწილეები გაეცნენ ბსუ-ს ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის საქმიანობას. ღონისძიების მონაწილეებმა სხვადასხვა მასალის დახმარებით შექმნეს ხელნაკეთი ნივთები საახალწლო თემატიკაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა