23 იანვარი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრში იუნისეფის წარმომადგენელებთან შეხვედრა გაიმართა. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა და ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცენტრის საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია ცენტრის განვითარების და მდგრადობის სტრატეგიის შესახებ. ბავშვთა უფლებების ცენტრი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წელს დაარსდა, სადაც შემუშავდა საგანმანათლებლო მასალები და იმართება ტრენინგები, საჯარო ლექციები და დისკუსიები ბავშვთა უფლებების საკითხებზე.
ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცენტრი ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნას აწვდის პროფესორ-მასწავლებლებს, პედაგოგებს, აკადემიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მშობლებსა და ბავშვებს აჭარის რეგიონში.
ცენტრი ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით დაარსდა და ეხმარება განათლების მომავალ სპეციალისტებს, მშობლებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას ბავშვის უფლებების უკეთ გააზრებაში.