ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

48-ე ყოველწლიურ საერთაშორისო ჰიბრიდული კონფერენცია „კვლევიდან პრაქტიკამდე“

სურათი

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის„ციფრული ინოვაციების დანერგვა  სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“  („iHubs4Schools - Accelerating Digital Innovation in Schools through Regional Innovation Hubs and a Whole-School Mentoring Model“) მონაწილე ბსუ-ს პერსონალმა-  ასოცირებულმა პროფესორებმა მადონა მიქელაძემ და თათია ნაკაშიძემ - მონაწილეობა მიიღეს 48-ე ყოველწლიურ საერთაშორისო ჰიბრიდულ კონფერენციაში „კვლევიდან პრაქტიკამდე“ (IUT).

კონფერენციაზე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევრებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული საემირატოებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, საქართველოდან, პროფესიული დიალოგის ფარგლებში, ისაუბრეს როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო პრაქტიკა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

მადონა მიქელაძემ და თათია ნაკაშიძემ კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა  სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“  ფარგლებში განხორციელებული კვლევების გამოცდილება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა