ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

შეხვედრა პროექტში ჩართული საპილოტე სკოლების დირექტორებთან.

სურათი

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“  („iHubs4Schools - Accelerating Digital Innovation in Schools through Regional Innovation Hubs and a Whole-School Mentoring Model“) ფარგლებში, ბსუ-ს პერსონალმა მორიგი შეხვედრა გამართა პროექტში ჩართული საპილოტე სკოლების დირექტორებთან. შეხვედრის მიზანი იყო პილოტირების პროცესის შუალედური შეფასება და მორიგი აქტივობების განხორციელების დეტალებზე შეთანხმება.

პროექტის iHubs4Schools-ის  მიზანია,  დაეხმაროს და ხელი შუწყოს პროექტში ჩართული 5 ევროპული ქვეყნის 75 სკოლასა და 600 მასწავლებელს როგორც  სკოლებში, ასევე სკოლებს შორის მენტორინგის სქემის დანერგვასა და გავრცელებაში რეგიონული ინოვაციური ჰაბების  საშუალებით.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მხარდაჭერით სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას ციფრული ინოვაციების დანერგვის კუთხით. მენტორინგის მოდელი გულისხმობს სკოლების უწყვეტ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას შეფასების უახლესი მიდგომებისა და სწავლის ანალიტიკური სტრატეგიების გამოყენებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა