2 მარტი 2023 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_18373_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტს ფულბრაიტის აკადემიური გაცვლის პროგრამით ეწვია პორტლანდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ენდრიუ ნუქსოლი. გარდა საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობისა, ვიზიტორი პროფესორი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ჩაატარებს სემინარებს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებზე (სამუშაო ენაა ინგლისური). სემინარზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულებზე:
06.03.2023 სემინარი#1: მოცემულ სემინარზე ვიზიტორი პროფესორი განიხილავს კვლევის შედეგებს მიმართულებაში "ეპიზოდური მეხსიერება"
14.03.2023 სემინარი #2: Lesson in the card game "Bridge"
24.03.2023 სემინარი #3: Privacy in an Information Society
03.04.2023 სემინარი #4: Cryptocurrency: Good and Bad