ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ასოცირებულმა პროფესორმა ზაურ გამიშიძემ მოსწავლეებისთვის ლექცია - „ფიზიკა საზღვრების გარეშე“ წაიკითხა

სურათი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ზაურ გამიშიძემ ბათუმის  №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში  მოსწავლეებისთვის  ლექცია წაიკითხა თემაზე: „ფიზიკა საზღვრების გარეშე“.  ასოცირებული პროფესორი ზაურ გამიშიძე მოსწავლეებს ესაუბრა ნანოსამყაროში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების,  ნანონაწილაკების სინთეზის  მარტივი მეთოდების და მათ საფუძველზე მიღებული ნანომასალების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში გამოყენების საკითხებზე. შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა  კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“  წარსადგენი  პროექტი ,,ელექტროლიზის საშუალებით ნანონაწილაკების სინთეზი“.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა