5 ივლისი 2023 წელი
„ერაზმუს+“-ის HEIn 4.0 პროექტის (საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით) ფარგლებში, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდა ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრა ითვალისწინებდა კომპიუტერული მეცნიერების, ფიზიკისა და მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამების დაინტერესებული მხარეების ინტერესების შესწავლას, მათთვის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შეთავზებას.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ აჭარის დასაქმების სააგენტოს, შპს ივიჯი, შპს კიბერ სოლუშენი, შპს საბატა, შპს ორანიე ლეუ, ბათუმის ტექნოპარკი, ქალაქ ბათუმის კერძო სკოლები, შპს ტერო. ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამების ძლიერ მხარეებს, HEIn4-ის პროექტის ფარგლებში დაფუძნებული ინოვაციათა ლაბორატორიის მიზნებს, შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებს. დიალოგის რეჟიმში გამოიკვეთა სტუდენტებისთვის ისეთი კომპეტენციების გამომუშავების საჭიროებები, როგორიცაა: პრაქტიკული უნარები (სტაჟირება), პროექტების მართვა, ლიდერობა, სტატისტიკური პროგრამები და ა.შ.
შეხვედრაზე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შეათავაზეს კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსები.