ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში იაპონია-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „გამოყენებითი ელექტრომაგნიტური ინჟინერია მაგნიტურ, ზეგამტარ, მრავალფუნქციურ და ნანო-მასალებში.“ ოთხდღიანი საერთაშორისო ფორუმის მიზანია მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების, ახალი იდეების, გამოგონებების გაზიარება გამოყენებით ელექტრომაგნეტიზმსა და ახალი მასალების კვლევებში.
JAPMED'12-ის ორგანიზატორები არიან: იაპონური საზოგადოება გამოყენებით ელექტრომაგნეტიზმსა და მექანიქაში (JSAEM); ნანოტექნოლოგიებისა და მოწინავე ინჟინერიის ცენტრი (PC-NAE), საბერძნეთის სამეცნიერო კვლევების ცენტრი „დემოკრიტოსი“, ათენის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი (TAMU), ნევადის უნივერსიტეტი, აშშ, რენო, აშშ, იზმირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თურქეთი, პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჩინეთი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
მეთორმეტე იაპონურ ხმელთაშუაზღვის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია განაგრძობს გაფართოებას. უკვე გაიმართა: ორი იაპონურ-ბერძნული ერთობლივი სემინარი ათენში, საბერძნეთი (1999) და ოიტა, იაპოანია (2001), ბექარესტი, რუმინეთი (2003), ქაირო, ეგვიპტე (2005), საბერძნეთი (2013), სოფია, ბულგარეთი (2015), იზმირი, თურქეთი (2017), ბათუმი, საქართველო (2019)
იაპონია-ხმელთაშუაზღვის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციებში სხვადასხვა დროს მონაწილეობას ღებულობდნენ გამოჩენილი და იაპონელი, ამერიკელი და ინგლისელი მეცნიერები: 1998 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი პროფ. ფერიდ მურატი, 2002 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი პროფ. კურტ ვუდრიხტი, 2009 წლის ნობელის პრემიის ლაურიატები პროფ. ადა იონათი და პროფ. ტომ სტეთზი, 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი ანდრე გეიმი, 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი პროფ. დან შეითმენი, 2016 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი პროფ. სერ ფრასერ სტოდარტი და სხვა ცნობილი მეცნიერები.
კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ: იასუში იდო, ჰიროშიგე კიკურა, იუჯი ცუჩიდა, იუჰირო ივამოტო, მასააკი მოტოზავა, ტაკაჰისა ოჯი (იაპონია), ანანდ პრაკაშ დვივედი, ტატიანა ჰრიჰორენკო (ჩინეთი), ანდრას სალაი (უნგრეთი), ტეტიანა პრიხნა, ანატოლი სიდორენკო (უკრაინა), ათანასიოს მამალისი, დიმიტრიოს ცელესი, თამარა დამატოპოლოუ (საბერძნეთი), ედვინ გევორკიანი სტეპან პეტროსიანი, რუბენ ვარდაპეტიანი (სომხეთი), ჯავად ფაიზ, საიდ აბარეში (ირანი), ჯერემი რამსდენი (ინგლისი).
საერთაშორისო ფორუმში ჩართულნი არიან:
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის, ილია ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის, ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის, მუსხელიშვილის სახელობის მათემატიკისა და კომპიუტერული მოდელირების ინსტიტუტის, გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის მეცნიერები.