25 ივლისი 2023 წელი
24-28 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს მე-19 საერთაშორისო კონფერენციას "COMPUTABILITY IN EUROPE 2023"(Unity of Logic and Computation) გამოთვლადობა ევროპაში 2023 (ლოგიკისა და გამოთვლების ერთიანობა).
კონფერენცია ორგანიზებულია CIE (Computability in Europe)-ს მიერ და ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თაოსნობით.
ხუთდღიანი საერთაშორისო ფორუმის მიზანია მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების, ახალი იდეების და სამეცნიერო სიახლეების გაზიარება.
ასოციაცია CIE ხელს უწყობს გამოთვლებთან დაკავშირებული მეცნიერების განვითარებას, განსაკუთრებით ევროპაში, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და სხვა საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში, ასევე მოიცავს გამოთვლების ფილოსოფიის და ისტორიის შესწავლის ხელშეწყობას. საერთაშორისო ფორუმში ჩართულნი არიან: ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, პორტუგალიის, იაპონიის და საქართველოს მეცნიერები.
კონფერენცია იმართება ჰიბრიდულ რეჟიმში.