4 სექტემბერი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XIII საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ექვსდღიან კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების 300-მდე მეცნიერი. წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები ხელს შეუწყობს ინფორმაციის გავრცელებას, თანამშრომლობის გაძლიერებას, საქართველოში მიმდინარე მათემატიკური კვლევებისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო ჟურნალში „Journal of Mathematical Sciences” (Springer).
კონფერენციაზე შერეული ფორმატით იმუშავებს 11 პარალელური სექცია:
-
ალგებრა და რიცხვთა თეორია
-
გამოყენებითი მათემატიკა, ინფორმატიკა და გამოთვლები გარემოს შემსწავლელ მეცნიერებებში
-
დიფერენციალური განტოლებები და გამოყენებები
-
გეომეტრია და ტოპოლოგია
-
ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი
-
მათემატიკური განათლება და ისტორია
-
მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული მათემატიკა
-
მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი
-
მათემატიკური ფიზიკა
-
ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა
-
ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი
სამეცნიერო კონფერენცია ტრადიციულად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება და იგი იმართება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საერთაშორისო მათემატიკოსთა კავშირის (IMU) მხარდაჭერით.
კონფერენციის პროგრამა