ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში „Erasmus+“-ის Hein 4.0 პროექტის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 3-4 ოქტომბერს „ერასმუს+“-ის პროგრამის პროექტის Hein 4.0 ფარგლებში, კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაზე პროექტის მონაწილე ინსტიტუციებმა ევროპიდან, უკრაინიდან და საქართველოდან შეაჯამეს პროექტის შედეგები, საზოგადოებას გაუზიარეს გამოცდილება და ისაუბრეს პროექტის შედეგების მდგრადობის მექანიზმებზე. „ერასმუს+“-ის  პროექტი „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით - Hein 4.0“ მიზნად ისახავს უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებას ინდუსტრია 4.0 პარადიგმის საშუალებით, ასევე მრეწველობასა და ბიზნესში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას. 

პროექტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაძლებელი გახდა კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დაახლოება ბიზნესის, მრეწველობისა და საგანმანათლებლო სექტორის მოთხოვნებთან. ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით,  შემუშავდა მოკლევადიანი კურსები.

კონფერენციის ფარგლებში სტუმრები ეწვივნენ  ბათუმის ტექნო პარკს, დაათვალიერეს სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), გაეცნენ უნივერსიტეტისა და ტექნო პარკის თანამშრომლობის პერსპექტივებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა