19 ოქტომბერი 2023 წელი
ბათუმის შოთ რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სეზონური სკოლა „კვლევის მეთოდები განათლებაში“ გაიხსნა. სწავლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ბრეგვაძე და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სიმონ ჯანაშია უძღვებიან. პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ოთხი დღის განმავლობაში გაეცნობიან ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: კვლევის დიზაინი, თვისებრივი კვლევის მეთოდის მიმოხილვა, საკვლევი კითხვისა და კვლევის ამოცანების განსაზღვრა, კონცეპტუალური ჩარჩოს შემუშავება, მონაცემთა შეგროვების ტექნიკა, მონაცემთა ანალიზი და კვლევის გეგმის შემუშავება.
სეზონური სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების (მასწავლებლების მომზადების, განათლების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით და სხვ.).
სეზონური სკოლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების (მასწავლებლების მომზადების, განათლების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით და სხვ.) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების კვლევის მეთოდების კომპეტენციების ზრდას.
ჩატარებული სეზონური სკოლის შედეგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის განათლების მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებიდან ჩართული სტუდენტები:
-
განივითარებენ კომპეტენციებს კვლევის მეთოდების მიმართულებით; კერძოდ, მათ ექნებათ მეტი შესაძლებლობა, დაგეგმონ, განახორციელონ კვლევები და გაავრცელონ კვლევის შედეგები განათლების სფეროში;
-
აიმაღლებენ კომპეტენციებს კვლევის მეთოდების სწავლების მიზნით. ეს შესაძლებლობას მისცემს მათ, უკეთესად ასწავლონ საკუთარ სტუდენტებს განათლების კვლევები და კვლევასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები;
-
დაგეგმავენ კვლევებს განათლების მიმართულებით (შემუშავებული კვლევის გეგმები გაითვალისწინებს თანამშრომლობის შესაძლებლობებს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის, კვლევის მონაცემების მრავალფეროვნებისა და კვლევის შედეგების ცნობადობის გასაზრდელად).