ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ვორქშოპი „კიბერსივრცე და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები - კიბერმდგრადობა“ გაიმართა

სურათი

კიბერუსაფრთ¬ხოების ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ინოვაციების ლაბორატორიაში, 25-26 ოქტომბერს კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ დონაძემ ჩაატარა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „კიბერსივრცე  და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები - კიბერმდგრადობა“. ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I-II კურსის სტუდენტებმა, რომლებიც დასაქმებული არიან სხვადასხვა კომპანიაში და მათი პროფესიული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების საკითხების ცოდნა.  ვორქშოპის დასრულების შემდეგ ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ლელა თურმანიძემ მონაწილეებს გადასწა სერთიფიკატები.

ინოვაცოათა ლაბორატორია  შეიქმნა „ერაზმუს+“-ის პროგრამის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით - HEIn4“ პროექტის ფარგლებში.

ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვედ 2004 წლიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და კონგრესმა  გამოაცხადეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა