17 ნოემბერი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „მომავლის მასწავლებელი“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ი ბსუ-სა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით ახორციელებს. შეხვედრაზე აშშ-ის საელჩოს საგრანტო და უმაღლესი განათლების პროგრამების კოორდინატორმა სოფიო ბზიშვილმა, PH Internationa-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ბერდია ნაცვლიშვილმა, ბსუ-ს რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ღლონტმა ბსუ-ს ადმინისტრაციასთან და პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად განიხილეს პროექტით დაგეგმილი აქტივობების მნიშვნელობა და განხორციელების გზები. 18-თვიანი პროექტი ითვალისწინებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებას და სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას ამერიკის უნივერსიტეტების გამოცდილების მაგალითზე.