ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

მაინცის უნივერსიტეტის პროფესორმა მარკუს ბონერმა ბსუ-ში ტრენინგები ჩაატარა

სურათი

5-13 ოქტომბერს ონლაინ ფორმატში და 29-30 ნოემბერს პირისპირ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პერსონალის და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „პროფესიული და უწყვეტი განათლების“ სტუდენტებისთვის მაინცის უნივერსიტეტის პროფესორმა  მარკუს ბონერმა  ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგებზე მონაწილეები გაეცნენ სამაგისტრო ნაშრომების ფარგლებში საკვლევი პრობლემის შერჩევას, ნაშრომის შეფასებას, სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის კომპონენტის განხორციელებას, სწავლება-სწავლის მეთოდებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს,  რომლებიც ხელს უწყობენ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „პროფესიული და უწყვეტი განათლება“ განვითარებას.

ტრენინგი ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის GIZ-ის მხარდაჭერით. GIZ-ი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „პროფესიული და უწყვეტი განათლება“, რომელიც ბსუ-ში 2021 წლიდან ხორციელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა