ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში სასწავლო რესურსების გამოფენა გაიმართა

სურათი

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადებს ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტებმა სასწავლო კურსის „ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლების მეთოდოლოგიის” ფარგლებში, ბსუ-ში მოაწყვეს ხელნაკეთი სასწავლო რესურსების გამოფენა. რესურსები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებთან სამუშაოდ ფუნქციური და აკადემიური უნარების გასაუმჯობესებლად. წარმოდგენილი რესურსები სტუდენტებმა შეიმუშავეს და დაამზადეს აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში.

სასწავლო კურსი „ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლების მეთოდოლოგიის” სწავლება უკვე მეორე წელია მიმდინარეობს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე. კურსი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროექტის “ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად (CISI)” ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა