16 დეკემბერი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში, მეათე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენციაში უნივერსიტეტებისა და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების 300-ზე მეტი სტუდენტი და მოსწავლე მონაწილეობდა. სესია გახსნეს, მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარატამენტის უფროსი ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე და პროფესორ-მასწავლებლები.
კონფერენცია მიზანად ისახავდა უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობას, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.
კონფერენციის თემატიკა:
-
პიროვნება და საზოგადოება;
-
თანასწორობა და დისკრიმინაცია;
-
მედია და ინფორმაციული წიგნიერება;
-
კონფლიქტები ჩვენს ცხოვრებაში;
-
ძალადობა;
-
მოქალაქე, საზოგადოება, სახელმწიფო;
-
ადამიანის უფლებები;
-
ჯანსაღი ცხოვრების წესი;
-
გენდერი;
-
ახალი ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები;
-
სწავლების თანამედროვე მიდგომები - პროექტზე, პრობლემაზე და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება;
-
სწავლების თავისებურებები და გამოწვევები (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენები, გეოგრაფია, ისტორია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სპორტი, ხელოვნება...);
-
სკოლის მართვა, ინოვაციები და ხარისხის უზრუნველყოფა;
-
მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა;
-
მშობლის როლი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში.
კონფერენციის პროგრამა