ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

„Erasmus+“ის საგრანტო პროექტის „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) სამუშაო შეხვედრა

სურათი

15 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ საგრანტო პროექტის „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) მონაწილეების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, რექტორის მოადგილე, პროფესორი ანზორ ბერიძე,  პროექტის განმახორციელებელი პერსონალი ბსუ-დან და აჭარის ა/რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ACCI) თავმჯდომარის მოადგილე ნინო დოლიძე.

შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ გუნდის მიერ შესრულებული მუშაობის ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა ისაუბრა პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, ტუტორინგისა და მენტორინგის სისტემის როლზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების უნარების გაუმჯობესებასა და მათ აქტიურ ჩართულობაზე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

სამუშაო შეხვედრაზე პროექტის წევრებმა სამომავლო სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს, განიხილეს ახალი სასწავლო კურსების დანერგვის გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტებს აიმაღლონ მოტივაცია, დაეუფლონ CV-ს სწორად შევსების ტექნიკასა და ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, შეძლონ სამეცნიერო ნაშრომების გაფორმება, პროექტებზე მუშაობა და გრანტების მოძიება.

სამწლიანი პროექტი „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) ბსუ-ს მონაწილეობით 2023 წლიდან ხორციელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა