22 მარტი 2024 წელი
ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები ბათუმის გაძლიერებული მათემატიკის სწავლების №6 საჯარო სკოლის 10-12 კლასის მოსწავლეებსა და სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ. მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დალი მახარაძემ და დეპარტამენტის ლექტორებმა ომარ გივრაძემ, მზევინარ ბაკურიძემ შეხვედრაზე ისაუბრეს მათემატიკის როლზე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, განსაკუთრებით კი, მის მნიშვნელობაზე მომიჯნავე დარგებისთვის. შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს. ვიზიტი მიზნად ისახავდა საჯარო სკოლასთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და მათემატიკის პოპულარიზაციას.