25 მარტი 2024 წელი
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში იასპერ მოლერი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფონდის თანამშრომლებთან ერთად ეწვია. შეხვედრაზე ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და იასპერ მოლერმა ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ბსუ-ს ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის წარმომადგენლებთან, სადაც დაიგეგმა საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედი ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრების ერთიანი ქსელის შექმნა.
ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრების ერთიანი ქსელის შექმნის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრების გამოცდილების გაზიარება, საქმიანობის თვითრეფლექსია, თითოეული ცენტრის ძლიერი მიმართულებების და საჭიროებების გამოვლენა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და 2024-2025 სასწავლო წლის სამუშაო გეგმის შემუშავება.
გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრების ერთიანი შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპრილში ჩატარდება.