ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ვიზიტი ბოსტონის, ვერმონტისა და ნიუ-იორკის წამყვან უნივერსიტეტებში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე და პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი ნანა მაკარაძე პროგრამის „მომავალის მასწავლებლები“ ფარგლებში, ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბსუ-ს წარმომადგენლებმა  ბოსტონის, ვერმონტისა და ნიუ-იორკის წამყვან უნივერსიტეტებში მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში, შეხვდნენ პრაქტიკული სწავლების კოორდინატორებს, მენტორ-მასწავლებლებს,  დააკვირდნენ  საკლასო სწავლების პრაქტიკუმებს და დაესწრნენ სემინარებს.

პროგრამას “მომავალის მასწავლებლები“ (Teachers of Tomorrow (TOT))  აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით ორგანიზაცია „PH International“ ახორციელებს და მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებას. 18- თვიანი პროექტის განმავლობაში საქართველოს სამი უნივერსიტეტის: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის განათლების მიმართულების პერსონალი დაესწრებიან ამერიკელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ  ვებინარების სერიას, საშუალება ექნებათ წარადგინონ და მოიპოვონ მცირე გრანტები მასწავლებლს მომზადების პროგრამების გასაუმჯობესებლად.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა