16 ივლისი 2024 წელი
ბსუ-ში, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ევროპის მეცნიერებისა ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ბსუ-ს საპატიო პროფესორის, პაატა კერვალიშვილის სემინარი ჩატარდა თემაზე: ,,წყლის კვანტური თვისებები“. სემინარს ესწრებოდნენ ფიზიკის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, მოწვეული პერსონალი და ფიზიკის საბაკალავრო, სადოქტორო პროგრამის სტუდენტები. მომხსენებელმა მსმენელებს უახლოესი კვლევები გააცნო. სემინარის ფარგლებში საინტერესო დისკუსია გაიმართა და პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.