27 ივლისი 2024 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძემ, ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის დირექტორმა ნანა ჩარექიშვილმა, ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა თამარ ხილაძემ, კურიკულუმის განვითარების სპეციალისტმა, არიზონას უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ირინა სამსონიამ და პროფესორ-მასწავლებლებმა.
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები 125-მა სტუდენტმა დაამთავრა. გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე ყველა კურსდამთავრებულს სიგელები გადაეცა, ხოლო 41 სტუდენტი დაჯილდოვდა სწავლის პერიოდში გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და ფაკულტეტის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის.