ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ აცხადებს მიღებას სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (მისაღები კონტინგენტი - 30 ადგილი). აპლიკანტთა რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 2 ოქტომბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ბსუ-ს მეორე კორპუსში, №213 ოთახი, 09:00 სთ-დან 17:00 საათამდე (მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35).

 აპლიკანტმა რეგისტრაციისთვის  უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება და ანკეტა (შევსებული 1 დანართის   და 2 დანართის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის  ასლი;

გ) სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართი;

დ) ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).

ვ) ცნობა საგანმანათლებლო ინსტიტუციებიდან (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ა.შ.), დღის ცენტრებსა და ანალოგიურ დაწესებულებებში სწავლების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილებით.

ზ) ინფორმაცია  საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისა და მიღებული ქულის შესახებ; (ამონარიდი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალიდან).

 

მისაღები გამოცდა ჩატარდება 2024 წლის 4 ოქტომბერს, წერითი ფორმით (მაქსიმალური შეფასება 100 ქულა, მინიმალური ზღვარი 51 ქულა), ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (ბათუმი,  ფიროსმანის ქუჩა №12), გამოცდის დაწყების დრო - 1000 სთ, დასრულების ვადა 1300 სთ.

გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 4 ოქტომბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე;

ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებს საუკეთესო ქულის 30 აპლიკანტი,  რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას.

ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტი ვალდებულია გააფორმოს ბსუ-სთან ხელშეკრულება არაუგვიანეს 2024 წლის 05 ოქტომბრის 13 საათისა.  ხელშეკრულების გასაფორმებლად აპლიკანტი უნდა გამოცხადდეს  ბსუ-ს მეორე კორპუსში, №213 ოთახი, (მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35)

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბსუ-ს ვებგვერდს ან იხილეთ ბრძანება.

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანის ოფისს, მობ.  +995 577 985 832;

 

  დანართი 1
  დანართი 2
  მისაღები გამოცდის ფორმატი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა