9 ოქტომბერი 2024 წელი
23 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერაზმუს+“- ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტის (ბულგარეთი) ასოცირებული პროფესორები ცვეტომირ ვასილიევი და იორდან კულმიკოვი იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში ბულგარელმა პროფესორებმა ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩაატარეს საჯარო ლექციები.