ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

პროექტი "სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების სტუდენტებისათვის"

სურათი

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი - საქართველოს მიერ ხორციელდება პროექტი "სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების სტუდენტებისათვის". პროექტის მიზანია, დაწყებითი განათლების საფეხურის მომავალი  მასწავლებლებისთვის სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება. პროექტს ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი,  ლონდონის სამეფო კოლეჯის საუნივერსიტეტო კლინიკის კრიზისული სამსახურის ექიმი-ფსიქიატრი სიმონ სურგულაძე.

პროექტის ფარგლებში დარგის ექსპერტების მიერ გადამზადდა 6 უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მომზადდა კურსის შინაარსი და სასწავლო მასალები ქართულ ენაზე.  ბსუ-დან პროექტში ჩართულია ასოც, პროფესორი დიანა ახვლედიანი და ასისტენტი შორენა მესხიძე. სასწავლო კურსი „სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების სტუდენტებისათვის”  შეთავაზებული იქნა ზოგადი განათლების დაწყებითი  საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

2024 წლის 4 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტს ეწვია მედიცინის დოქტორი,  სიმონ სურგულაძე. იგი შეხვდა სტუდენტებსა და  კურსის განმახორციელებელ პერსონალს,  ესაუბრა მათ მომავალი მასწავლებლებისთვის სოციალურ-ემოციური უნარების მნიშვნელობაზე, ჩაატარა რამდენიმე პრაქტიკული აქტივობა, უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა