ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

"პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის ყოვლისმომცველი სისტემის მეშვეობით HEIS-ში" პროექტის ფარგლებში გაიმართა ტუტორინგისა და მენტორინგის საპილოტე პროგრამის შეჯამება და მონაწილეთა დაჯილდოება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტმა, სტუდენტთა კარიერული განვითარების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ერაზმუს+ პროექტის "პროფესიული განათლებისა და სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის ყოვლისმომცველი სისტემის მეშვეობით" ფარგლებში უმასპინძლა ტუტორინგისა და მენტორინგის საპილოტე პროგრამის დასკვნით ღონისძიებას.

შეხვედრის მთავარი აქცენტი იყო პროგრამაში მონაწილე წარმატებული სტუდენტების დაჯილდოება. მონაწილეებმა გაუზიარეს აუდიტორიას თავიანთი გამოცდილება და ხაზი გაუსვეს პროგრამის მრავალმხრივ სარგებელს:

  • ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის კულტურის განვითარება
  • ცოდნის გაზიარებისა და გაღრმავების ახალი შესაძლებლობები
  • სტუდენტების თვითშეფასების ამაღლება
  • საუნივერსიტეტო სივრცეში აქტიური ჩართულობის წახალისება

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტუტორინგისა და მენტორინგის პროგრამების მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლებაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა