ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ქობულეთის სკოლის მოსწავლეების ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორის მირანდა ხაჯიშვილის ხელმძღვანელობით ბსუ-ს ეწვივნენ თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფ. ნუგზარ ღომიძემ მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია ფიზიკის აქტუალურ საკითხებზე, ხოლო ასისტენტ პროფესორმა მირანდა ხაჯიშვილმა - ,,პოპულარული საკითხები ასტრონომიაში“. ასევე  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და CERN-ის (European Organization for Nuclear Research - ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია) კოლაბორაცია IPPOG (International Particle Physics Outreach Group - ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფი)-ის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა CERN/IPPOG მასტერკლასები, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის ქობულეთის 3-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

მასტერკლასების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში მეცნიერებისა და უახლესი ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, მათი დაინტერესება ფუნდამენტური კვლევებით, პროგრესის შემეცნება და კრეატიულობის განვითარება, ამავდროულად, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ისეთ ასაკში, როცა ისინი პროფესიის არჩევაზე ფიქრობენ.

მოსწავლეებმა მიიღეს სხვადასხვა მასტერკლასში მონაწილეობა და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა