ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

შეხვედრა მათემატიკის გაძლიერებული სწავლების ბათუმის №6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

სურათი

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები მათემატიკის გაძლიერებული სწავლების ბათუმის №6 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დალი მახარაძემ, პროფესორმა ლელა თურმანიძემ და პროფესორმა ონისე სურმანიძემ შეხვედრაზე ისაუბრეს მათემატიკის როლზე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, განსაკუთრებით კი, მის მნიშვნელობაზე მომიჯნავე დარგებისთვის.

შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს. ბსუ-ში ვიზიტი მიზნად ისახავდა საჯარო სკოლასთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და მათემატიკის მიმართულების პოპულარიზაციას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა