23 დეკემბერი 2024 წელი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ პერსონალთან, განათლების კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიზნით, ჩატარდა ვორკშოფი „სწავლის შედეგების შეფასება“.
ვორკშოფის ფარგლებში, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნანი მამულაძემ, მონაწილეებს წარუდგინა პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ უნივერსიტეტებში დამკვიდრებული პრაქტიკა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა პრაქტიკული შემთხვევები, რაც ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფას.