ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

„ერაზმუს +“- ის აკადემიური მობილობა ოსტრავას უნივერსიტეტში, ჩეხეთი

სურათი

2025 წლის 28 აპრილს -2 მაისს  „ერაზმუს +“- ის აკადემიური მობილობის ფარგლებში, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი, ანზორ ბერიძე და ასოც. პროფ ნინო სვანიძე იმყოფებოდნენ ოსტრავას უნივერსიტეტში, ჩეხეთი.

ვიზიტის ფარგლებში, პროფ. ანზორ ბერიძემ,  წაიკითხა ლექციათა მოკლე კურსი - კვანძთა თეორია და მასთან დაკავშირებული საკითხები (Knot Theory and Related Topics).  ასოც. პროფ. ნინო სვანიძემ კი წაიკითხა ლექციები მათემატიკურ სტატისტიკაში გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისათვის მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით  (making decisions with data).

ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ზდენკა ჟედკოვასთან და მეცნიერების ფაკულტეტის დეკანთან,  ზუზანა ვასლავიკოვასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა თანამშრომლობის გაფართოების საკითხი ერაზმუს+-ის ფარგლებში. კერძოდ, ოსტრავას უნივერსიტეტის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ არსებული პროგრამა გაფართოვდეს კომპიუტერული მეცნიერების, ქიმიისა და ფიზიკის მიმართულებით. ფაკულტეტის დეკანთან შეხვედრაზე დაისვა საკითხი მათემატიკის დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, კერძოდ ერთობლივი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის „მონაცემთა მეცნიერება“ (Data Science) ამოქმედების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე დამატებით გაიმართა შეხვედრა მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ანდრეი ტურეკთან და დეპარტამენტის ერაზმუსის კოორდინატორთან, ვერა ფერდიავოვასთან,  რომელებმაც გამოთქვა მზაობა აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის შესახებ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა