ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

საქართველოს ბავშვის უფლებათა აკადემიური ქსელის შეხვედრა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის თანამშრომლებმა: ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმღვანელმა, პროფესორმა ლელა თავდგირიძემ, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ლევან ჯაყელმა, საქართველოს ბავშვის უფლებათა აკადემიური ქსელის შეხვედრაში მიიღეს  მონაწილეობა.

შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით,  13-14 ივნისს, ქალაქ ბორჯომში გაიმართა და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, იესპერ მოლერი, UNICEF  საქართველოს თანამშრომლები: განათლების სპეციალისტი ნათია ჯოხაძე და ბავშვთა დაცვის სპეციალისტი თეონა კუჭავა.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საუნივერსიტეტო ბავშვის უფლებათა ცენტრების საქმიანობის განხილვა, სტრატეგიულ მიზნებსა და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება,  ქსელის სამომავლო განვითარებისთვის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბავშვის უფლებათა ევროპული აკადემიური ქსელის (CREAN) წევრობა მიულოცა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბსუ ბავშვის უფლებათა ევროპული ქსელის წევრი პირველი ქართული უნივერსიტეტია.  ბათუმის ჯგუფმა კოლეგებს სხვა შედეგებთან ერთად გაწევრიანებასთან დაკავშირებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო, ასევე ისაუბრეს ბავშვის უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა