ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პიკნიკი ბათუმში

სურათი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გაიმართა  მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პიკნიკი.  ინიციატივის მიზანი იყო სამეცნიერო კვლევის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების დაინტერესება და ინტერაქციული სესიების გზით ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. მათ მოისმინეს ღია ლექციები და მოკლე მიმოხილვები მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით;

წარმოდგენილი იყო ვირტუალური რეალობის (VR), ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ტექნოლოგიები. ბსუ-დან აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ფიზიკის დარგობრივმა დეპარტამენტმა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა