ბსუ-ს რექტორი ბიოლოგიის დეპარტამენტის პერსონალს შეხვდა
11 მარტი 2025 წელი

ბსუ-ს რექტორი ბიოლოგიის დეპარტამენტის პერსონალს შეხვდა
ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ფაკულტეტის ადმინისტრაცია. ფაკულტეტის დეკანმა რექტორს დეპარტამენტის აკადემიური და სამეცნიერო მიღწევები გააცნო. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. რექტორმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს, ისაუბრა უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივაზე.
სრულად