4 აპრილი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტისა და „ამერიკული კუთხის“ ორგანიზებით ბსუ-ში ტექნოლოგიური ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო „ამერიკული კუთხის“ პროექტ „ვირტუალური რეინჯერების “ მონაწილეების მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის ინოვაციური გამოგონებები და ტექნოლოგიური ნამუშევრები.
პროექტ „ვირტუალურ რეინჯერებში“ ჩართული არიან ბსუ-ს სტუდენტები. ახალგაზრდები მუშაობენ სამგანზომილებიანი ობიექტების დაპროექტებაზე, მათ ვირტუალურ რეალობაში გადმოტანასა და 3D პრინტერით თავიანთი ნამუშევრების ბეჭდვაზე.
პროექტის ფარგლებში მონაწილეობდნენ 16-დან 23 წლამდე ახალგაზრდები, რომლებმაც ტრენერების დახმარებით VR ტექნოლოგიებთან იმუშავეს. სესიების განმავლობაში ახალგაზრდები დაეუფლნენ სპეციალურ მიდგომებსა, პროგრამულ უზრუნველყოფას და შეძლეს საკუთარი პროდუქტის შექმნა.