ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

საგანმანათლებლო სივრცეში პირველად ბსუ-ში სამაგისტრო პროგრამა "პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ ამოქმედდება

სურათი

საქართველოს  საგანმანათლებლო სივრცეში პირველად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდება სამაგისტრო პროგრამა "პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება". უნივერსიტეტმა აკრედიტაციის გზით მიიღო უფლება განახორციელოს სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მომზადდა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობითა და ეროვნული მოთხოვნების გათვალისწინებით.

 სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მაგდებურგის ოტო ფონ გერიკის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. უნივერსიტეტი ულოცავს მნიშვნელოვან გამარჯვებას ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის პროგრამის შემუშავებაში და წარმატებებს უსურვებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა