გამოიცა მონოგრაფია „მარადიდი“
22 მარტი 2021 წელი

გამოიცა მონოგრაფია „მარადიდი“
ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევარებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში მონოგრაფია „მარადიდი“ გამოსცეს. ნაშრომში ქართულ და უცხოურ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაზე, ასევე, კომპლექსურ ექსპედიციებსა და სამეცნიერო მივლინებებში თურქეთსა (ზედა მარადიდი და ჭოროხის აუზის სხვა დასახლებები, ასევე, მარადიდელ და, საზოგადოდ, ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების სოფლები) და საქართველოში (ქვედა მარადიდი და მახლობელი სოფლები) შეკრებილ მასალებზე დაყრდნობით შესწავლილია სახელმწიფო საზღვრით საუკუნის წინ ორად გაყოფილი სოფელი მარადიდი, ასევე, მარადიდელ მუჰაჯირთა შთამომავლების დასახლებები თურქეთის შიდა პროვინციებში.
სრულად