„საინვესტიციო პოლიტიკა საქართველოში (პრაქტიკის პრიზმით დანახული რეალობა)’’
31 მაისი 2023 წელი
„საინვესტიციო პოლიტიკა საქართველოში (პრაქტიკის პრიზმით დანახული რეალობა)’’
8 ივნისს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 423-ე აუდიტორიაში ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბესიკ ბოლქვაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „საინვესტიციო პოლიტიკა საქართველოში (პრაქტიკის პრიზმით დანახული რეალობა)’’. ლექციაში განხილული იქნება: სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის ტრენდები; საინვესტიციო სტატისტიკის, საინვესტიციო მარკეტინგისა და საინვესტიციო ციკლის მართვის თავისებურებები; სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ურთიერთობის ცალკეული ასპექტები; სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის საინვესტიციო მოდელები; ინვესტორთა „პორტრეტი’’ და სხვა აქტუალური საკითხები. საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
სრულად