გრენობლის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი
27 სექტემბერი 2016 წელი
გრენობლის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი
გრენობლის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი
გრენობლის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი
გრენობლის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი
ტემპუსის პროექტის LMPH-ის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გრენობლის აკადემიის რექტორი მიშელ ბროსე და პროექტის კოორდინატორი, გრენობლის უნივერსიტეტის პროფესორი ჟან ნოელ პიშუ ეწვივნენ. სტუმრებმა უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან როსტომ ბერიძესთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და გეგმებზე ისაუბრეს. ტემპუსის პროექტი „ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში, აზერბაიჯანსა და მოლდავეთში“ 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას. LMPH-ი ითვალისწინებს ტურიზმის სასწავლო პროგრამებში სასტუმროს დარგის საგნების მოდიფიცირებას ევროპული აკრედიტაციისა შესაბამისად და ახალი სასწავლო მოდულების დანერგვას.
სრულად