შვედეთში პროექტის „INTERTOOL“ ფარგლებში სემინარი გაიმართა
26 აგვისტო 2019 წელი

შვედეთში პროექტის „INTERTOOL“ ფარგლებში სემინარი გაიმართა
შვედეთში პროექტის „INTERTOOL“ ფარგლებში სემინარი გაიმართა
26-30 აგვისტოს, შვედეთში, ქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა ტრენინგები შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის: “ინტერნაციონალიზაციის ინსტრუმენტების, პრაქტიკისა და პერსონალის კომპეტენციების მოდერნიზება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის უნივერსიტეტებში – INTERTOOL“ ფარგლებში. პროექტის კოორდინატორია შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (KTH) საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური და მასში ჩართულია უკრაინის, სომხეთის, მოლდოვასა და საქართველოს 8 უნივერსიტეტი. პროექტის მიზანია პარტნიორი უნივერსიტეტების პერსონალის უნარების განვითარება საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო პროექტების შექმნისა და ეფექტური მართვის საკითხებში.
სრულად